სად და როგორ არიან ოდესაში დაბომბვაში მოყოლილი ქართველები - ახალი ინფორმაცია

25.07.23 14:48
სად და როგორ არიან ოდესაში დაბომბვაში მოყოლილი ქართველები - ახალი ინფორმაცია

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტიოს სააგენტო ინფორმაციას იმ ქართველი მეზღვაურების ადგილსამყოფელის შესახებ ავრცელებს, რომლებიც 24 ივლისს ოდესაში დაბომბვაში მოყვნენ.

უწყება წერს, რომ 5 ქართველი რუმინეთში იმყოფება, საიდანაც ისინი უახლოეს პერიოდში საქართველოშ დაბრუნდებიან. ირკვევა, რომ ქვეყანაში დასაბრუნებელ ბილეთებს დამსაქმებელი კომპანია უზრუნველყოფს. 

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ჩართულია 24 ივლისს, ოდესის ოლქის რენის ნავსადგურში, მალტის დროშის ქვეშ მცურავი გემიდან AKOMENA 6 ქართველი მეზღვაურის რეპატრიაციის პროცესში. აღნიშნულ პროცესში აქტიურად არის ჩართული ოდესაში საქართველოს კონსული თორნიკე ბერეკაშვილიც.
სააგენტოს ხელთ არსებული ბოლო ინფორმაციის თანახმად, ქართველი მეზღვაურები უკვე რუმინეთის საზღვართან იმყოფებიან და უახლოეს პერიოდში  ქვეყანაში დაბრუნდებიან. საქართველოში გამოსამგზავრებელ ბილეთებს დამსაქმებელი კომპანია უზრუნველყოფს. 
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლები პირდაპირ კავშირზე არიან გემთმფლობელთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, მონიტორინგს უწევენ საქართველოს მოქალაქეების რეპატრიაციის პროცესს.

ქართელი მეზღვაურები დაბომბვაშ 24 ივლისს მოჰყვნენ.  

მსგავსი სიახლეები