1300 რუსული კომპანია თვეში - "ოკუპანტები საქართელოს მოქალაქეებს სამუშაო ადგილებს ართმევენ"

25.07.23 15:23
1300 რუსული კომპანია თვეში - "ოკუპანტები საქართელოს მოქალაქეებს სამუშაო ადგილებს ართმევენ"

რუსული კომპანიები სიმრავლე საქართველოში - "ლელოს" წევრი თამაზ დათუნაშვილი " საფრთხეებზე საუბრობს. ოპოზიციის წევრის თქმით, რუსეთის მოქალაქეების საქართველოში დაფუძნება საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ადგილების წართმევას ნიშნავს. 

დათუნაშვილი მიიჩნევს, რომ საჭიროა, საემგიგრაციო პოლიტიკის გამკაცრება. 

რუსული კომპანიები როდესაც აქ ფუძნდებიან, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეებს ართმევენ სამუშაო ადგილებს და შემოსავლის წყაროს. ძირითადად, ამ კომპანიების უდიდესი ნაწილი, აი, ის 21 ათასი კომპანიის უდიდესი ნაწილი მოდის ინდ მეწარმეებზე. თუ ჩვენ დავიწყებთ საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას, ეს ნიშნავს, რომ სწორად ვმართავთ მთელ ამ პროცესს და ამ პროცესში არ დაზიანდებიან საქართველოს მოქალაქეები. ჩვენი პრიორიტეტები არიან საქართველოს მოქალაქეები, “ქართული ოცნების“ პრიორიტეტი არის რუსული სახელმწიფო რუსეთის ფედერაციისთვის მსახურება, - ამბობს თამაზ დათინაშვილი.

 უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეები საქართველოში თვეში საშუალოდ 1 300 კომპანიას არეგისტრირებენ - ინფორმაციას ''საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს'' ავრცელებს.

ირკვევა, რომ 1995 წლის იანვრიდან 2022 წლის თებერვლის ჩათვლით, რუსების მოქალაქეების მიერ საქართველოში 7 788 კომპანია დაფუძნდა, ხოლო 2022 წლის მარტიდან 2023 წლის ივნისის ჩათვლით 21 326 კომპანია. ბოლო ორი წლის მონაცემები, წინა 27 წლის მაჩვენებელს 3-ჯერ აღემატება.

 

მსგავსი სიახლეები