რუსი ტურისტებით სავსე გემი სოჭიდან ბათუმში 27 ივლისს ჩავა
რუსი ტურისტებით სავსე გემი სოჭიდან ბათუმში 27 ივლისს ჩავა - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ekhokavkaza.com.
ივლისს საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande-მ სოჭიდან ახალი მარშრუტით მოგზაურობა დაიწყო, რომლის მიხედვითაც მეხუთე დღეს კრუიზი ბათუმის პორტშიც შევა.
გამოცემა ეხო კავკაზა იუწყება, რომ საკრუიზო ლაინერი ბათუმში 27 ივლისს ჩავა. ინფორმაცია საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში დაადასტურეს. მათი თქმით, გემი თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ს ემსახურება და მისი შემოსვლა კომერციული ხასიათისაა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის იანვარში საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ სოჭისა და ბათუმის პორტებს შორის სამგზავრო მიმოსვლის შესაძლო დაწყების შესახებ შეტყობინება არ დაადასტურა.
კრუიზი ტურისტებს ბათუმის ღირსშესანიშნაობების დათვალიერებასა და ადგილობრივი სამზარეულოს გასინჯვას სთავაზობს. ამასთან, ლაინერის მენიუს ქართული ტრადიციული კერძებიც დაემატა.
Astoria Grande-ს ვებსაიტის მიხედვით, ის მორიგ "ვარსკვლავურ" ტურს 29 ივლისს დაიწყებს. ამ შემთხვევაში Astoria Grande-ს მარშრუტია: სოჭი-ტრაბზონი-ბათუმი-ამასრა-სტამბოლი-სოჭი.