დაბზარულ-დაობებული კედლები და აყრილი სახურავები - პრეზიდენტის საცხოვრებელი უბანი ნგრევის პირასაა

25.07.23 17:39
დაბზარულ-დაობებული კედლები და აყრილი სახურავები - პრეზიდენტის საცხოვრებელი უბანი ნგრევის პირასაა

პრეზიდენტის საცხოვრებელი უბანი ნგრევის პირასაა მისული. კუფტინის ქუჩაზე ყოველი მეორე სახლი ავარიულია. დაბზარული და დაობებული კედლები, აყრილი სახურავები და სიცოცხლისთვის საშიში ბინები- ასეთი ხედი იშლება სალომე ზურაბიშვილის სახლიდან. ცხოვრება ძველ თბილისში სულ უფრო სახიფათო ხდება.

მოსახლეობა შველას ითხოვს. ადგილობრივები, პირველებს უყვებიან, რომ მერია ყველაფრის საქმის კურსშია, თუმცა კახი კალაძის უწყება მხოლოდ უკეთესი მომავლის დაპირებებით შემოიფარგლება. 

მოდიან, უყურებენ, სურათს იღებენ, მიდიან. არავინ ყურადღებას არ გვაქცევს. კი კი იძახიან და მერე მიდიან, იკარგებიან. სანამ ბინა არ დაინგრა იქითა კუთხეში, არავინ მიაქცია ყურადღება. ძალიან ცუდი მდგომარეობაა, სულ გვენგრევა თავზე. 23 წელია ასეთი მდგომარეობაა. მამა და ძმა მკვდარი მყავს, ქალები ვცხოვრობთ, რა უდნა გავაკეთოთ მითხარით". - ამბობს ადგილობრივი.

 

მსგავსი სიახლეები