სროლა მზიურის პარკთან, იურიდიულ ფირმაში - დაჭრილია ერთი პირი

25.07.23 18:47
სროლა მზიურის პარკთან, იურიდიულ ფირმაში - დაჭრილია ერთი პირი

სროლა იყო ცოტა ხნის წინ მზიურის პარკთან მდებარე ერთ-ერთ იურიდიულ ფირმაში. დაიჭრა ერთი პირი, რომელიც სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მისი მდგომარეობა სტაბილურია. 

არსებული ინფორმაციით, დაპირისპირებული მხარეები სამშენებლო სექტორში პარტნიორები არიან. რა გახდა კონფლიქტის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

"პირველების" ინფორმაციით, დაჭრილი 45 წლამდე ბიზნესმენია, რომელიც ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის მეწილეა.

საქმეზე გამოძიება 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც  ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა ტარებას გულისხმობს.

შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. სამართალდამცველებმა ოფისი დალუქეს.

 

 

 

მსგავსი სიახლეები