ქართველები მოქალაქეობის გარეშე - რისი ეშინია "ოცნებას"?
ქართველები საქართველოს მოქალაქეობის გარეშე. უკვე ერთი წელია ქვეყნიდან იძულებით წასული და ახლა უკან დაბრუნებული ადამიანები ელოდებიან ხელისუფლების პოლიტიკურ ნებას, მიიღონ მოქალაქეობა. აფხაზეთის ომის მონაწილეები, ვინც ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდა, "ოცნებისთვის" არაფერს წარმოადგენს.
მაშინ, როდესაც რუსებისთვის საქართველოში სამუდამოდ დარჩენის პროცედურა გამარტივებულია, ქვეყნის ხელისუფლება ეროვნებით ქართველებს, არ აძლევს საკუთარ ქვეყანაში სრულფასოვანი ცხოვრების უფლებას. რისი ეშინია ოცნებას? არ არსებობს გარანტია, რომ ადამიანები, ვინც უკიდურესი სიდუხჭირის გამო მრავალი წელი ემიგრაციაში გაატარეს, ოცნების ამომრჩეველია. ამიტომ ხელისუფლება, სავარაუდოდ თავს იზღვევს, რომ 2024 წლის არჩევნებში მათ მონაწილეობა საერთოდ ვერ მიიღონ.
დეტალები ნახეთ, ანა მდივანის რეპორტაჟში.