საქართველოში რუსული ბიზნესის ბუმია - ქვეყანა დიდი საფრთხის წინაშეა

25.07.23 20:33
საქართველოში რუსული ბიზნესის ბუმია - ქვეყანა დიდი საფრთხის წინაშეა

 

 

ყველაფერი რუსებისთვის - საქართველოში რუსული ბიზნესის ნამდვილი ბუმია. ასეთი რამ ქვეყანაში არავის არასდროს ახსოვს. საგანაგაშო მონაცემებით დასტურდება, რომ  რუსეთის რეკორდული რაოდენობის მოქალაქემ საცხოვრებლად,  ბიზნესისა და დიდი ფულის  საკეთებლად საქართველო აირჩია.  დაიკავეს ყველა სექტორი და ახლა ისინი დიდ კონკურენციაში არიან საქართველოს მოქალქეებთან. მხოლოდ ერთ თვეში მათ მიერ 1300 კომპანიაა დარეგისტრირებული.

ერთი წლისა და ხუთი თვის განმავლობაში კი დაფუძნებულია 21 ათასზე მეტი ბიზნეს კომპანია. შედარებისთვის, ეს მაჩვენებელი  წინა  27 წლის მონაცემებს 3-ჯერ აღემატება. ყველა ანტირეკორდი მოხსნილია. ქვეყანა კი დიდი საფრთხის წინაშე დგას, რადგან არავინ იცის, ვინ რისთვის მოდის საქართველოში და რას საქმიანობენ ის კომპანიები, რომლებსაც აქ არეგისტრირებენ.

დეტალები ნახეთ, რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში.

 

მსგავსი სიახლეები