თხების გამო, მკვლელობით დასრულებული კონფლიქტი ხონში - მამაკაცმა მეზობელს გულში დანა 5-ჯერ ჩაარტყა
მეზობელმა მეზობელი თხების გამო მოკლა. ნუკრი კეკელიძემ ბარნაბა ჩომახიძეს დანა გულში რამდენჯერმე ჩაარტყა. მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა. კონფლიქტი მეზობლებს შორის წლებია არსებობს, თხების გამო დაწყებული დაპირისპირება კი საბედისწერო აღმოჩნდა.
ირკვევა, რომ მკვლელობამდე ადგილი ჰქონდა მსხვერპლის მიერ ბრალდებულის ოჯახის წინააღმდეგ მუქარას და დაშინებას, ჯერ სანადირო თოფით, შემდეგ კი ნაჯახით. 42 წლის მამაკაცი ხონში, ცხელ კვალზე დააკავეს.
დეტალები ნახეთ, მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.