მზიურის პარკთან 38 წლის ბიზნესმენი ჩაცხრილეს - დაჭრილი "ტაგი გრუპის" მეწილე ტატო გურგენიძეა
თბილისში 38 წლის ბიზნესმენი ჩაცხრილეს. "პირველების" ინფორმაციით, დაჭრილი "ტაგი გრუპის" მეწილე და დირქტორი ტატო გურგენიძეა. მას ხუთი ტყვია ესროლეს. ბიზესმენი გადარჩა, ის კლინიკაშია მოთავსებული და მისი მდგომარეობა სტაბილურია.
სამშენებლო კომპანიის ოფისი ახლა პოლიციის ალყაშია მოაქცეული. ერთ-ერთ ვერსიით სროლა ოფისში მოხდა, თვითმხილველები ყვებიან როგორ გაჰყავდა შენობიდან სასწრაფოს დაჭრილი ბიზნესმენი.
კრიმინალისტებს რედკოს საცხოვრებელი კორპუსის ეზო გადაკეტილი აქვთ, მასრებს იქ ეძებენ. პოლიცია არ ამბობს თავდამსხმელი გაიქცა თუ დააკავეს.
საქმეზე გამოძიება 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა ტარებას გულისხმობს.