გომელაურის უწყება ახალ სკანდალში ეხვევა - მოქალაქე პოლიციელებს ცემაში ადანაშაულებს
რუსეთის მოქალაქესთან კონფლიქტი საქართველოს მოქალაქეს პოლიციელებმა არ აპატიეს. სამართალდამცველებს 52 წლის კაცის წინააღმდეგ საასტიკ მოპყრობაში ამხელენ. ზაზა ჯაჭვაძეს, რომელიც მძიმე დაზიანებებით ამ წუთებში საავამდყოფოში იმყოფება, პოლიციელები ფიზიკურად, სავარაუდოდ, ავტომობილში გაუსწორდნენ.
ყოფით ნიადაგზე კონფლიქტი საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეებს შორის გლდანში მოხდა. ადგილზე "პირველების" გადამღებ ჯგუფს უყვებიან, რომ პოლიცია რუსეთის მოქალაქემ გამოიძახა. სამართალდამცველებს ჯაჭვაძის დაკავება ჰქონდათ განზრახული, თუმცა ფიზიკური ანგარიშსწორების შემდეგ განყოფილების ნაცვლად მისი კლინიკაში გადაყვანა მოუწიათ.
"6 პატრულის თანამშრომელი მოვიდა, ძველბიჭურად მოვიდნენ, სახლში შევარდნენ, ჩოჩქოლი ატყდა , სიკვდილამდე მიიყვანეს კაცი, ისეა ნაცემი, იქვე ადგილზე სცემეს. ახლა საავადმყოფოშია მოთავსებული". - ამბობენ მეზობლები.
დაზარალებული მამაკაცის შვილმა უკვე მიმართა გენინსპექციას და 6 პოლიციის მისამართით გამოძიების დაწყება მოითხოვა.
შსს პასუხს ვერ სცემს მტავარ კითხვას, რატომ მოუწიათ,რ ომ წინასწარი მოტავსების იზოლატორის ნაცვლად, 52 წლის მამაკცი, საავადმყოფოში მრავლობითი დაზიანებებით შეეყვანათ.
დეტალები, ნახეთ, ნანუკა ქაჯაიას ჩართვაში.