რა ფორმით გაგრძელდება პროტესტი- რიონის ხეობის მცველები დაკავებულთა სასამართლო პროცესს ელოდებიან

28.05.21 15:30
რა ფორმით გაგრძელდება პროტესტი- რიონის ხეობის მცველები დაკავებულთა სასამართლო პროცესს ელოდებიან

გუმათში ამ წუთებში სიმშვიდეა. რიონის ხეობის მცველების ყურადღება ქუთაისის სასამართლოზეა გადატანილი, სადაც დღის მეორე ნახევარში გუშინ საპროტესტო აქციაზე დაკავებული 8 პირის პროცესი უნდა გაიმართოს. სწორედ სასამართლოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, აქცია ქუთაისში, სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება, თუ პროტესტი ისევ რიონის ხეობაში გაგრძელდება. 

რიონის ხეობის ერთ-ერთი მცველის, ვარლამ გოლეთიანის, ინფორმაციით, საპროტესტო აქციაზე დაკავებულებს პოლიცია აგრესიულად ექცეოდა. 

პოლიციელები დაკავების დროს იგინებოდნენ, პირდაპირ გადმოდიოდნენ პროვოკაციებზე, ადამიანების მიმართ შეურაცხმყოფელი ჟესტებით გამოირჩეოდნენ. როგორვ გავიგეთ, წინასწარი დაკავების იზოლიატორში დაკავებულებს ეუბნებოდნენ, რომ ჰესი მაინც აშენდება, ნახავთ, თქვენ რაც მოგივათო. 

ამ ეტაპზე ველოდებით, სასამართლოს რა კვალიფიკაცია ექნება დაკავებულთა მიმართ და ჩვენი ქმედება ამაზე იქნება დამოკიდებული - განუცხადა ტვ პირველს ვარლამ გოლეთიანმა.

ტვ პირველის ინფორმაციით, გუმათში ადგილზე რჩება სპეცტექნიკაც და პოლიციელთა გაძლიერებული შემადგენლობაც.