ცდილობს თუ არა კაციტაძის უწყება პოლიციელებისთვის ხელის დაფარებას? - 21 წლის ბიჭის ოჯახი ეჭვობს, რომ სამართალდამცველები არ გამოკითხულან

25.07.23 20:28
ცდილობს თუ არა კაციტაძის უწყება პოლიციელებისთვის ხელის დაფარებას? - 21 წლის ბიჭის ოჯახი ეჭვობს, რომ სამართალდამცველები არ გამოკითხულან

 

 

ცდილობს თუ არა  კოკა კაციტაძის უწყება პოლიციელებისთვის ხელის დაფარებას? მთელი დღის ლოდინის შემდეგ, სპეციალურ საგამოძიებო უწყებაში თქვეს, რომ ძალადობაში მხილებული სამართალდამცველები გამოკითხეს.

როგორ შევიდნენ ისინი შენობაში ისე, რომ არცერთ ჟურნალისტს არ დაუნახავს?  მედია საგამოძიებო უწყებასთან დილის 9 საათიდან დგას. მთელი დღე პრესსამსახური გვიმტკიცებს, რომ პოლიციელები დაკითხვაზე არ გამოცხადდნენ, მოულოდნელად კი დახლოებით 6-ის ნახევარზე ვიგებთ, რომ დაკითხვა დასრულებულია.

შეაპარეს თუ არა პოლიციელები უკანა კარიდან? - ოჯახს ეჭვი აქვს, რომ სამართალდამცველები გამოძიებას არც კი გამოიკუთხავს.

არავის არავინ დაუნახია იქ შესული. მითუმეტეს გამომძებელიც არ ყოფილა. მჯერა, რომ არც არავინ არ დაკითხულა, არც არავინ გამოუძახებიათ და არ ვიცი საერთოდ რა ხდება ამ ქვეყანაში. სავარაუდოდ, მათ ხელს აფარებენ". - ამბობს ჟღენტების დედა.

21 წლის ბიჭის ოჯახი გადამწყვეტ ბრძოლას აანონსებს და მოითხოვენ პასუხისგებაში მიეცნენ ის პოლიციელები, რომლებმაც, მათი მტკიცებით, ახალგაზრდა ბიჭზე იძალადეს.

მსგავსი სიახლეები