მზიურის პარკთან ბიზნესმენ ტატო გურგენიძის დაჭრის საქმეზე ერთი პირი დააკავეს - ვინ არის ბრალდებული

26.07.23 10:09
მზიურის პარკთან ბიზნესმენ ტატო გურგენიძის დაჭრის საქმეზე ერთი პირი დააკავეს - ვინ არის ბრალდებული

მზიურის პარკთან ბიზნესმენ ტატო გურგენიძის დაჭრის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. "ტაგი გრუპის" მეწილე,  სავარაუდოდ, კონკურენტმა დაჭრა. 

ირკვევა, რომ ტატო გურგენიძე იურიდიულ ფირმაში კონკურენტი სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელთან ერთად მივიდა. მათ შორის დავაც სწორედ აქ დაიწყო. მას შემდეგ,  რაც ვითარება დაიძაბა, ტატო გურგენიძეს დაკავებულმა მამაკაცმა 5 ტყვია ესროლა. დაჭრილი ბიზნესმენი ახლა კლინიკაშია მოთავსებული.

ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მომხდართან დაკავშირებით ტატო გურგენიძეს კითხვებს არ უსვამენ, რადგან პრირორიტეტი ახლა მხოლოდ მისი ჯანმრთელობაა. 
 

მომხდარ ფაქტზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო.

თბილისში 38 წლის ბიზნესმენი  გუშინ ჩაცხრილეს.  "ტაგი გრუპის" მეწილეს და დირქტორს ხუთი ტყვია ესროლეს. 

მსგავსი სიახლეები