რუსეთში უპილოტო საფრენი აპარატების ქარხანა შენდება
რუსეთში უპილოტო საფრენი აპარატების ქარხნის მშენებლობა მიმდინარეობს. ინფორმაციას CNN-ს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის სადაზვერვო სააგენტოს ანალიტიკოსები უდასტურებენ.
ირკვევა რომ, რუსეთი ქვეყანაში უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებელ ობიექტს ირანის დახმარებით აშენებს. ანალიტიკოსების თქმით, მშენებლობისთვის საჭირო აღჭურვილობას რეგულარულად ირანი აგზავნის.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის სადაზვერვო სააგენტოს ანალიტიკოსები აცხადბენ, რომ ქარხანა მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს რუსეთ-უკრაინის ომზე, რადგან რუსეთს უპილოტო საფრენი აპარატების იმაზე მეტი რაოდენობა იქნება.