ძალადობა 21 წლის ბიჭსა და მის ბებიაზე - ლაშა ჟღენტი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს

26.07.23 12:02
ძალადობა 21 წლის ბიჭსა და მის ბებიაზე  - ლაშა ჟღენტი  გამოძიებას უნდობლობას უცხადებს

22 წლის ნაცემი ბიჭის ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს. ლაშა ჟღენტს და მის ბებიასაც, რომლებიც ძალადობის მსხვერპლი, სავარაუდოდ,  პოლიციის მხრიდან გახდნენ, ამ დრომდე დაზარალებულის სტატუსი არ აქვთ.

დაზარალებული ბიჭის თქმით, ძალადობის სავარაუდო ფაქტიდან ლამის ერთი კვირაა გასული, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში შემთხვევის ადგილიდან კამერების ჩანაწერების ამოღებაც კი არავის უცდია, არადა ამ კადრებში პოლიციის მიერ ჩადენილი დანაშაულია ასახული.

დაზარალებული ბიჭი ირწმუნება, რომ გამოძიება აღნიშნული ინციდენტის მიჩქმალვას ცდილობს. 

თავიდან როგორც მიმდინარეობდა გამოძიება, მეგონა, რომ ყველაფერი ობიექტურად ჩატარდებოდა და დაიმედებული ვიყავი ყოველი შემთხვევისთვის და ჩემს გამო იბრძოლებდა ეს გამომძიებელიც, მაგრამ არ ვიცი უკვე ნამდვილად, როგორ მოხდება ეს ყველაფერი. ასე მგონია, რომ უკვე ცდილობენ ჩუმჩუმად მიაფარონ ხელი ამ ინციდენტს და ჩუმჩუმად გაიტანონ, ვითომც არაფერი არ მოხდა. კამერის ჩანაწერებზე მითხრეს, რომ ჯერ-ჯერობით არ არის ამოღებული, არადა ,წესით, უკვე ამოღებული უნდა იყოს ამდენი ხნის განმავლობაში და მეც უკვე ნანახი უნდა მქონდეს, - ამბობს დაზარალებული, ლაშა ჟღენტი.

დაზარალებული ბიჭის დედის თქმით, დამნაშავეები უკვე უნდა დაკითხულიყვნენ, მაგრამ გამომძიებელი მათ ეუბნება, რომ ჯერ არ დაკითხულან

"ვიცოდი დილიდან, რომ უნდა დაკითხულიყვნენ მაგრამ 16:30-ზე გამომძიებელი მეუბნება, რომ ჯერ არ დაკითხულან უმოკლეს ვადაში დაიკითხებიან, არ ვიცი ვერაფერს ვერ გეტყვით, არ ვიცი ვინ იტყუება დაკითხეს თუ არა ესეც არ ვიცი. ჩვენ არ გვაქვს დაზარალებულის სტატუსი ჩვენ არ ვართ ალბათ და არც ლაშაა დაზარალებული, არც ბებიამისია დაზარალებული, არ ვიცი საერთოდ რა ხდება" - ამბობს ლაშა ჟღენტის დედა, სოფო გამცემლიძე.

 

მსგავსი სიახლეები