მეტროსადგური "ვარკეთილი" აღარ დაიკეტება - კალაძე

26.07.23 12:04
მეტროსადგური "ვარკეთილი" აღარ დაიკეტება - კალაძე

მეტროსადგური "ვარკეთილი" სარეაბილტაციო სამშოაების გამო აღარ ცაიკეტება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა ისაუბრა. კახა კალაძის განმარტებით, სადგურის ჩაკეტვის საჭიროება აღარ არსებობს და ის სამუშაოების პარალელურად იფუნქციონირებს.

დედაქალაქის მერის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოები 18 თვეს გასტანს და მომდევნო წლის ზაფხულში დასრულდება. 

მინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია, რა ეტაპზე ვართ, რა სამუშაოები მიმდინარეობს, როგორ წარიმართება დროის თვალსაზრისით. გახსოვთ, მთავრობის რამდენიმე სხდომის წინ, როდესაც ვიწყებდით აღნიშნული პროექტის განხორციელებას, ვთქვი, რომ რამდენიმე ხნით მოგვიწევდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" დროებით დაკეტვა, რათა სამუშაოები ჩატარებულიყო. დღეს მინდა, საზოგადოებას მივაწოდო სიახლე, კარგი ინფორმაცია გვაქვს ამ მიმართულებით, რომ სადგურის დროებით ჩაკეტვა არ დაგვჭირდება, ისე განხორციელდება სამუშაოები. მინდა, ასევე მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ სამუშაოების შესრულების ჯამური ვადა შეადგენს 18 თვეს და გეგმის მიხედვით, უნდა დასრულდეს მომდევნო წლის ზაფხულში, - აღნიშნა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები