ფრენების შემდეგ საკრუიზო მიმოსვლა - ბათუმში სოჭიდან გამოსულ ლაინერს ელოდებიან
საჰაეროს შემდეგ ოკუპანტ ქვეყანასთან საკრუიზო მიმოსვლაც დაიწყო. სოჭიდან გამოსულ ლაინერს ბათუმში ხვალ ელოდებიან. "ასტორია გრანდეს" შავი ზღვის სანაპიროზე ასობით რუსეთის მოქალაქე მოჰყავს. ამ ამბით რუსული მედია უკვე აჭრელებულია.
ვიმედოვნებ, რომ ჩვენი სტუმრები დადებითად შეაფასებენ იმ შესანიშნავ გარემოატმოსფეროს, რაც ამ ქალაქს ახასიათებს. ჩვენ სპეციალური პროპგრამნაც კი შევიმუშავეთ იმისთვის, რომ კარგად წარმოვაჩინოთ ქალაქის ღირსშესანიშნაობები და კულტურა, - ამბობს საკრუიზოკომპანიის სასტუმროს მენეჯრის მაოდგილე მუზაფერ ოზი.
საერთაშორისო სანქციების ქვეშ მოქცეული რუსები კმაყოფილები არიან. უხარიათ, რომ ბათუმში დამატებითი დოკუმენტების გარეშე შემოვლენ და დაისვენებენ.
ჩვენ გასულ წელს ვიყავით მთელი ოჯახით კრუიზში და ძალიან მოვიხიბლეთ აქაური გარემოთი. წელს, როდესაც გავიგე, რომ შემედგი ბათუმი იყო, დაუფიქრებლად მივიღე წასვლის გადაწყვეტილება. მინდა, რომ ქართული ღვინო დავაგემოვნო, - ამბობს რუსეთის მოქალაქე.
რუსეთთან საკრუიზო მიმოსვლას ოპოზიცია უარყოფითად აფასებს. "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე ფიქრობს, რომ რუსეთის ეკონომიკაზე მიბმა, ქვეყნის საზიანო იქნება. მისი თქმით, ეკონომიკური დამოუკიდებლობის გარეშე სახელმწიფოებრივი თავისუფლება არ არსებობს.
ეკონომიკური დამოუკიდებლობის გარეშე არ არსებობს სახელმწიფოებრივი თავისუფლება. ავტომატურად როგორც კი გავზრდით დამოკიდებულებას რუსეთზე, ასევე იქნება სახელმწიფოც დამოკიდებული რუსეთზე და არ შეიძლება მტერს ჩავაბაროთ ჩავაბაროთ ჩვენი თავისუფლება, - პაატა მანჯგალაძე.