კრიმინალური ვენდეტა ბინების გამო - ვერაზე მომხდარი სისხლიანი ანგარიშსწორების ახალი დეტალები

26.07.23 15:33
კრიმინალური ვენდეტა ბინების გამო - ვერაზე მომხდარი სისხლიანი ანგარიშსწორების ახალი დეტალები

პირველი ინტერვიუ  დაკავებული მწერლის ადვოკატთან - დავით გაბისკირიას უფლებადამცველი "პირველებს" ეუბნება, რომ 38 წლის ბიზნესმენის, ტატო გურგენიძის დაჭრაში მხილებული კაცი  დუმილის უფლებას იყენებს. ადვოკატი ვაკის პოლიციაში, სავარაუდოდ საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში იმყოფებოდა.

რის გამო მოხდა დაპირისპირება ბიზნესმენსა და მწერალს შორის - პირველების ინფორმაციით, ბიზნეს წილებს უკავშირდება. გაბისკირია და გურგენიძემ ვერაზე მიწის ნაკვეთს ფლობდნენ, სადაც საცხოვრებელ კომპლექსს აშენებდნენ.

"პირველების" ინფორმაციით, დავა ეხება ვერაზე, ხოშტარიას 2 ნომერში მდებარე ბინებს. 

ადვოკატი გიორგი ძიგუა ამ საკითხზე არ საუბრობს და ამბობს, დეტალები არ იცის. უფელბადამცველი ადასტურებს მხოლოდ იმას, რომ აღნიშნულ მისამართზე კორპუსი ნამდვილად აშენებულია. 

 

მსგავსი სიახლეები