ქართველები საშიშ გარემოში - რას ამბობს საქართველოს საელჩო
ქართველები საშიშ გარემოში - მედიაში გავრცელებული უმძიმესი კადრებისა და ინფორმაციის შემდეგ, საბერძნეთში საქართველოს საელჩო ინფორმაციას ავრცელებს.
უწყება ამტკიცებს, რომ საემიგრაციოში მყოფ 30-მდე ქართველთან მუდმივ კონტაქტზე არიან.
საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, საავადმყოფოში გადაყვანილ იქნენ მხოლოდ ის პირები, რომელთაც ცრელმსადენი გაზის გამო შეექმნათ პრობლემა - მათ შორის არ ყოფილან საქართველოს მოქალაქეები.
ინფორმაციისთვის:
ქ.ათენის ამიგდალეზას არალეგალთა განთავსების ბანაკში, 2023 წლის 26 ივლისს, ღამის 2 საათზე დაიწყო არეულობა.
ადგილზე მობილიზებული იყო საბერძნეთის შესაბამისი სამსახურები.
ინფორმაციის მიღებიდან, საელჩო მუდმივ კონტაქტზე იმყოფებოდა როგორც არსებულ ბანაკში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან, ისე ამიგდალეზას ადმინისტრაციასთან.
დაახლოებით ღამის 3 საათზე, როგორც შესაბამისმა სამსახურებმა და ასევე საქართველოს მოქალაქეებმა დაგვიდასტურეს, ადგილზე უკვე იყო სიმშვიდე და ყველა საქართველოს მოქალაქე იმყოფებოდა უსაფრთხოდ. საავადმყოფოში გადაყვანილ იქნენ მხოლოდ ის პირები, რომელთაც ცრელმსადენი გაზის გამო შეექმნათ პრობლემა - მათ შორის არ ყოფილან საქართველოს მოქალაქეები.
შეგახსენებთ, რომ ფორსმაჟორული/გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზს, რომელიც უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირებს.
ცხელი ხაზი +306952220000, - წერს საელჩო.
ბოლო ინფორმაციით, საემიგრაციოში 30 - მდე საქართველოს მოქალაქე იმყოფება და მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, რადგან სამართალდამცავებმა მათ წინააღმდეგ ცრემლსადები გაზი გაუშვეს.
ემიგრანტების მტკიცებით, ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილ პაკისტანის მოქალაქე გარდაიცვალა, ადმინისტრაცია კი გვამის გადამალვას ცდილობდა. ფაქტს ხმაური და დაპირისპირბა მოჰყვა, ისმოდა სროლის ხმაც.
"პირველების" ინფორმაციით, მენიდში ამიგდალეზაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეები საბერძნეთში არსებული საკონსულოს უკავშირდებიან, თუმცა დიპლომატიური სამსახური არ რეაგირებს.