პროტესტმა შედეგი გამოიღო - აქონდროპლაზიის ეროვნული პროტოკოლი დამტკიცდა

26.07.23 18:40
პროტესტმა შედეგი გამოიღო - აქონდროპლაზიის ეროვნული პროტოკოლი დამტკიცდა

პროტესტმა შედეგი გამოიღო - იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭომ აქონდროპლაზიის ეროვნული პროტოკოლი დაამტკიცა. ამის შესახებ ჟურნალისტებს საბჭოს წევრმა, ივანე ჩხაიძემ განუცხადა. 

„შედგა იშვიათი დაავადებების საბჭოს შეხვედრა. აქონდროპლაზიის ეროვნული პროტოკოლი გაიდლაინების საბჭომ დაამტკიცა. დღეს მოხდა ამ პროტოკოლის განხილვა და საბოლოო დამტკიცება. რაც მნიშვნელოვანია, პროტოკოლმა მიიღო ძალიან მაღალი შეფასება გერმანელი ექსპერტისგან, რომელმაც პირდაპირ აღნიშნა, რომ ამ ​დაავადებასთან დაკავშირებით ასეთი კარგი, დეტალური და ინფორმატიული პროტოკოლი მსოფლიოში დღეისათვის არ არის, რაც გვაძლევს უფლებას, ვთქვათ, რომ დღეიდან უკვე საქართველოს აქვს ამ დაავადების დიაგნოსტიკისა და მართვის ერთი-ერთი საუკეთესო პროტოკოლი“, – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

მისივე თქმით, დღეს ასევე განისაზღვრა ტექნიკური საკითხები, როგორ უნდა მოხდეს მედიკამენტის დანერგვა და ადმინისტრირება.

პაციენტების შერჩევა მოხდება მულტიპროფილური ჯგუფის მიერ და მეორე ეტაპზე სხვა ბავშვების ჩართვა მოხდება.

 

მსგავსი სიახლეები