რაჭის ტყეების ოკუპაცია - ონის ყოფილი მერის წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელი შევიდა

26.07.23 18:58
რაჭის ტყეების ოკუპაცია - ონის ყოფილი მერის წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელი შევიდა

რაჭის ტყეების ოკუპაცია - სამოქალაქო ორგანიზაციებმა მწვანე ალტერნატივამ და სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა პუტინის გარემოცვასთან დაახლოებული დავით ხიდაშელისთვის რაჭის ტყეების გადაცემის საქმეში ონის ყოფილი მერისა და მოადგილის მხრიდან სამსახურებრივი სიყალბისა და ქრთამის აღების შესაძლო ფაქტებზე პროკურატურას მიმართეს.

არასამთავრობო ორგანიზაციები ონის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერის ემზარ საბანაძისა და მისი პირველი მოადგილის დიმიტრი საყვარელიძის მიმართ გამოძიების დაწყებას ითხოვენ. 

გამოცემა მთის ამბების ცნობით, გარემოს დაცვის სამინისტროსადმი ონის ყოფილი მერის ემზარ საბანაძის წერილში, მერი აცხადებს, რომ შპს "ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკასთვის", რომლის მფლობელიც დავით ხიდაშელია, ტყეების გადაცემის საკითხის დადებითად გადაწყვეტას ემხრობა.

ემზარ საბანაძემ წერილში აღნიშნა, რომ ონის მერიამ შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობას მიაწოდა ინფორმაცია ხიდაშელისთვის ტყეების გადაცემაზე და მერია თანახმაა, "საკითხი დადებითად გადაწყდეს".

 

მსგავსი სიახლეები