საქართველოს 30 მოქალაქე საბერძნეთში სიკვდილს სასწაულით გადაურჩა - შეტაკებები არალეგალთა განთავსების ბანაკში

26.07.23 20:01
საქართველოს 30 მოქალაქე საბერძნეთში სიკვდილს სასწაულით გადაურჩა - შეტაკებები არალეგალთა განთავსების ბანაკში

 

 

საქართველოს 30 მოქალაქე, საბერძნეთში სიკვდილს სასწაულით გადაურჩა. არალეგალთა განთავსების ბანაკში, სადაც ქართველები  ყავდათ მოთავსებული დღეს გამთენიისას შეტაკებები დაიწყო. ყველაფერი ცეცხლის ალში იყო გახვეული, ამბოხებული მიგრანტები სპეცრაზმს ცეცხლმოკიდებულ სკამებს და ბოთლებს ესროდნენ. 

ვითარება ათენის გამანაწილებელში მას შემდეგ დაიძაბა, რაც 26 წლის მიგრანტი უყურადღებობით დაიღუპა, ამას იქ მყოფი ხალხის პროტესტი მოჰყვა, შეტაკებების შუაგულში კი ქართველები აღმოჩნდნენ რომელთა შორის ხუთი ქალია. ახლა ჩაკეტილ სივრცეში მყოფი მოქალაქეები შველას ითხოვენ და ამბობენ, რომ თუ დროულად საშიში ტეროტირიიდან არ გაიყვანენ შესაძლოა მათი სიცოცხლე ისევ საფრთხეში აღმოჩნდეს. 

დეტალები ნახეთ, მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები