შეირაღებული თავდასხმა ბინებისთვის - "პირველებმა" ვერაზე მომხდარი ანგარიშსწორების ექსკლუზიური დეტალები გაარკვია
შეირაღებული თავდასხმა ვერაზე მშენებარე ბინებისთვის - პირველებმა დაადგინა, რა გახდა, ტაგი ჯგუფის მფლობელის წინაღმდეგ, თბილისის შუაგულში მოწყობილი სისხლიანი გარჩევის მოტივი. ირკვევა დავა ბინების გამო დაიწყო. მწერალ დავით გაბისკირიას ოჯახის კუთვნილ მიწაზე ბიზნესმენი ტატო გურგენიძე კორპუსს აშენებდა, რაც დაპირისპრიების მიზეზი გახდა. საბოლოდ მწერალი ბიზნესმენთან კაბინეტში შეირაღებული მივიდა და ხუთი ტყვია ესროლა.
დავით გაბისკირია გაიქცა, თუმცა ის პოლიციამ დააკავა, დაჭრილი ბიზნესმენის გადარჩენას კი ამერიკულ ჰოსპიტალში ცდილობენ, ყველაზე მეტი ამ დაპირისპირების შესახებ მწერლის დამ უნდა იცოდეს, რადგან ბინების გადაფომების თამარ გაბისკირიას გვარი ფიგურირებს და ბიზნესმენს ვალდებულებიც მის წინაშე აქვს აღებული, თუმცა პირველბთან ის ამ დრომდე კავშირზე არ გამოდის.
დეტალები ნახეთ, ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.