რუსებისთვის ყველა გზა საქართველოში მოდის - ხვალ ბათუმის პორტი სოჭიდან საკრუიზო ლაინერს მიიღებს
ხინკალი, ხაჭაპური, ღვინო - ქართული სამზარეულოს დაგემოვნების სურვილით რუსების დიდი ჯარი ქვეყანაში
ახლა უკვე გემით მოემართება. ხვალ ბათუმის პორტი სოჭიდან საკრუიზო ლაინერს მიიღებს. რუსული პროპაგანდისტული მედია ასტორია გრანდეს გახარებული მგზავრების ინტერვიუებს ავრცელებს.
რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქვეყანაში რუსებს ერთი სული აქვთ, დააგემოვნონ ქართული კერძები და დრო ატარონ ბათუმში. მაშინ, როცა დასავლეთმა ოკუპანტს ყველა გზა ჩაუკეტა, საქართველომ პირიქით ყველა მიმართულებით გახსნა კარი, რომ სანქცირებული ქვეყნის მოქალაქეებმა დასავლეთის აკრძალვები მარტივად გადაიტანონ.
დეტალები ნახეთ, ანა მდივანის რეპორტაჟში.