მურად თავართქილაძესა და ედგარ აბასოვს ტერორიზმის ბრალდება მოუხსნეს - საქმის მასალებს გრიფი დაადეს

26.07.23 20:41
მურად თავართქილაძესა და ედგარ აბასოვს ტერორიზმის ბრალდება მოუხსნეს - საქმის მასალებს გრიფი დაადეს

 

 

მურად ქავთარაშვილ-თავართქილაძესა და ედგარ აბასოვს ტერორიზმის ბრალდება მოუხსნეს. ამის შესახებ ინფორმაცია სუს-იდან ცოტა ხხნის წინ თავართქილაძის ადვოკატმა გამოიტანა.

მისი განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს გამოძიება ახლა მხოლოდ იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება. ქავთარაშვილი გამოძიებასთან არ თანამშრომოლობს და დუმილის უფლებას იყენებს. მეორე დაკავებული ედგარ აბასოვი კი ჩვენებას სუსიში ახლა აძლევს.  საქმის მასალებს კი გრიფი დაადეს. 

მასშტაბური სპეცოპერაციაა ერთდროულად ორი რეგიონის ოთხ ქალაქში ჩატარდა. ხელბორკილები ორ ადამიანს დაადეს. ორივე მათგანი საქართველოს მოქალაქეა. 

ოფიციალური განცხადების თანახმად, დაკავებების შემდეგ, დაკავებულების სახლებიდან საბრძოლო მასალასა და ისლამური სახელმწიფოს სიმბოლიკა, ჩიპები და ასაფეთქებელი ნივთიერებები ამოიღეს. 

 

 

მსგავსი სიახლეები