კალაძის ულტიმატუმი - აღმაშენებლის გამზირზე კაფე-ბარების მფლობელებს მალე გარე სივრცეების აღება მოუწევთ

26.07.23 20:54
კალაძის ულტიმატუმი - აღმაშენებლის გამზირზე კაფე-ბარების მფლობელებს მალე გარე სივრცეების აღება მოუწევთ

 

 

კახა კალაძის ულტიმატუმი კაფე-ბარების მფლობელებს. თუ გონივრულ ვადაში აღმაშენებლის გამზირზე გარე სივრცეები არ მოწესრიგდება, მაშინ დემონტაჟს მერიის შესაბამისი სამსახური განახორციელებს.  

ერთ-ერთ ყველაზე ტურისტებით გადავსებულ ტერიტორიაზე ვითარება პრაქტიკულად უკონტროლოა.  გარე სივრცეები ისეა გადატვირთული, რომ ვერც სასწრაფო და ვერც სახანძრო დანიშნულების ადგილამდე უბრალოდ ვერ მიდის.

იქ მცხოვრებლები ამბობენ, რომ ღმერთის იმედად არიან დარჩენილები. დაწესებულებების ხელმძღვანელები კი, რომელთა უმრავლესობა უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან, უკან დახევას არ აპირებენ და მერიას იმ ნებართვას ახსენებენ, რომელიც კალაძემ კოვიდ-პანდემიის დროს გასცა.

დეტალები ნახეთ, საბა სიჭინავას რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები