სოჭიდან გამოსული საკრუიზო ლაინერი ბათუმში ხვალ დილის 5 საათზე შემოვა
რუსეთიდან, ქალაქ სოჭიდან გამოსული საკრუიზო ლაინერი ბათუმში ხვალ, 27 ივლისს, ადრე დილით შემოვა.
ინფორმაცია ვებპორტალ Marine Traffic-ზე ქვეყნდება.
პორტალზე წერია, რომ საკრუიზო გემი ASTORIA GRANDE ბათუმში, ხვალ, დაახლოებით დილის ხუთ საათზე შემოვა.
საკრუიზო გემის შემოსვლის შესახებ განცხადება საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ 25 ივლისს გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ „საკრუიზო გემის „ASTORIA GRANDE“-ს შემოსვლა კომერციული ხასიათისაა.