სოხუმის აეროპორტი 49 წლით რუსეთის მართვაში გადადის

27.07.23 10:40
სოხუმის აეროპორტი 49 წლით რუსეთის მართვაში გადადის

"ბაბუშერას" აეროპორტი რუს ინვესტორს გადაეცემა. აფხაზეთის ე.წ.  პარლამენტმა  გადაწყვტილება  ოფიციალურად მიიღო. რუს კომპანიას  სოხუმის აეროპორტს დეფაქტო ხალისუფლება 49 წლით გადასცემს. არ აღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტი აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემას  პოლიტიკური და ეკონომიკური მნიშვნელობით ხსნის. ე.წ. ოპოზიცია კი დარწმუნებულია რომ "ბაბუშერას" აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემა მხოლოდ ოკუპანტი ქვეყნის ხელისუფლების ინტერესებშია.