ყაზახურ საფეხბურთო გუნდს საქართველოში ჩამოსვლა სანქცირებული რუსული ავიაკომპანიით სურდა

27.07.23 10:49
ყაზახურ საფეხბურთო გუნდს საქართველოში ჩამოსვლა სანქცირებული რუსული ავიაკომპანიით სურდა

უარი რუსულ ავიაკომპანიას - ყაზახურ საფეხბურთო გუნდს საქართველოში ჩამოსვლა სანქცირებული რუსული ავიაკომპანიით (UVT AERO) სურდა, თუცმა ამის ნებართვა მათ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ არ მისცა. ყაზახურ საფეხბურთო  კლუბ „აქტობეს“ მატჩი ქუთაისის  „ტორპედოსთან" აქვს  დაგეგმილი.

ყაზახური კლუბის განცხადბით, ისინი ქუთაისში სხვა არსანქცირებული ავიაკომანიით ხვალ დილით ჩამოფრინდებიან.

UEFA-ს კონფერენსლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი ქუთაისის „ტორპედოსა" და „აქტობეს" შორის 27 ივლისს, 21:00 საათზე, ქუთაისში, „შენგელია არენაზე" უნდა გაიმართოს.

მსგავსი სიახლეები