"ლიბერთი ბანკიდან" 3.5 მილიონი ლარი მოიპარეს

28.05.21 15:52
"ლიბერთი ბანკიდან" 3.5 მილიონი ლარი მოიპარეს

"ლიბერთი ბანკი"  ბათუმის ფილიალის 9 თანამშრომელს 3.5. მილიონი ლარის მოპარვას ედავება. ბანკმა ბათუმის საქალაქო სასამარრთლოში სარჩელი უკვე შეიტანა.

"ლიბერთი ბანკის" პრესსამსახურის ინფორმაციიატ, თანხის დანაკლისი შიდა აუდიტით გამოვლინდა და მათ საქმის კურსში სამართალდამცავებიც ჩააყენეს. ჯერჯერობით უცნობია დაიწყო თუ არა გომელაურის უწყებამ გამოძიება და დააკავეს თუ არა ვინმეს.

რაც შეეხება სასამართლოს, სასამართლოში ამბობენ, რომ  სარჩელი მომზადების ეტაპზე და კანონით განსაზღრულ ვადებში გადაეცემა მოპასუხე მხარეს.