იდენტიფიცირებულია პოლიციელების ნაწილი, ვინც, სავარაუდოდ, ვერაზე 21 წლის ლაშა ჟღენტი სცემა

27.07.23 12:22
იდენტიფიცირებულია პოლიციელების ნაწილი, ვინც, სავარაუდოდ, ვერაზე 21 წლის ლაშა ჟღენტი სცემა

იდენტიფიცირებულია პოლიციელების ნაწილი, ვინც, სავარაუდოდ, ვერაზე 21 წლის ლაშა ჟღენტი სცემა. ომარ გოგუას, ალექსანდრე ფოფხაძის, გიორგი მელიქიძის, ლევან ჭიოკაძის და ლევან სამანიშვილის წინააღმდეგ ახლა კოკა კაციტაძის უწყებას ვიდეო კადრები აქვს, თუმცა  პირდაპირი მტკიცებულებების მიუხედავად, კრიმინალური პოლიციის თანაშრომლებისთვის ჯერ ამ უწყებას ბრალი წარუდგენია. პოლიციელების მხოლოდ ნაწილია გამოკითხული, გამოსაკითხია კიდევ 5 სამართალდამცველი.

სავარაუდო ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე პოლიცილების ჩვენებებს უკვე გაეცნო დაზარალებულის დედა, მან ასევე ნახა ვიდეოკადრებიც. სოფო გამცემლიძე ყველა სავარაუდო მოძალადის დასჯას ითხოვს.

"ვნახე ვიდეო მასალები, მოდიან ბავშვები, ეძებენ რაღაცას, ეძებენ მისამართს სადაც უნდა მივიდნენ გასვენებაში, ვერ პოულობენ, ერთ-ერთი პოლიციელი გადმოდის მანქანიდან და მიდის, მეორე პოლიციელი მიდის 7 წამში. ბავშვი აწვდის პირადობას იქ ანახებს ჩანთას, რომ ჩანთაში არაფერი არ უდევს და ჩანს ის, რომ უწევს შარვალს და ტრუსიკს და ბავშვი გახტება უკან და ხელებით აჩვენებს, რომ გაჩერდეს. საერთოდ არ შეხებია და უკვე პოლიციელი გადადის ძალადობაზე და ხელს ჰკრავს, კამარებშიც ჩანს რომ ყელში აქვს წაჭერილი ხელი და მანქანაში ასე უკნიდან აგდებენ. ახრჩობდნენ და თავს იცავს" - ამბობს სოფო გამცემლიძე.

გოგებაშვილის ქუჩაზე მომხარ ინციდენტზე კაციტაძის უწყებას პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და ძალადობის მუხლით აქვს საქმე აღძრული, ათამდე პოლიციელი ფიგურირებს საქმეში და ჯერ მხოლოდ 5 სამართალდამცავია გამოკითხული. დღეს კაციტაძის უწყებაში ელოდებიან ვერის მესამე განყოფილების კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს, გამოკითხული არიან ასევე უშალო თვითმხილველები, რომლებიც შესწერენ გოგებაშვილზე მომხდარ ინციდენტს, ყველა თვითმხილველი თითს იშვერს პოლიციელების მიმართ, რომ მათ ფიზიკურად და სიტყვიერად იძალადეს 21 წლის ახალგაზრდაზე, ასევე დღეს კაციტაძის უწყებაში ელოდებიან იმ პირებს, რომლებიც ოჯახზე ახდენდნენ ზეწოლას.

შემთხვევა გოგებაშვილის ქუჩაზე 20 ივლისს მოხდა. 21 წლის ბიჭი ამბობს, რომ პოლიციამ ის გააჩერა და ჩხრეკა დაიწყო. ბიჭის მტკიცებით, ადგილი ჰქონდა არასათანადო, არაეთიკურ მოპყრობას, ამბის გაპროტესტების შემდეგ კი მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

მსგავსი სიახლეები