მდინარე მტკვარში მამაკაცის ცხედარი იპოვეს
კასპში, სოფელ მიქელწყაროსთან, სავარაუდოდ 21 მაისს გაუჩინარებული დავით ზუბიაშვილის ცხედარი იპოვეს.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აღნიშნავენ, რომ მდინარე მტკვარში გაუჩინარებული მამაკაცის საძიებო-სამაშველო ოპერაციის ფარგლებში მეხანძრე-მაშველებმა მამაკაცის ცხედარი იპოვეს, რომელიც მდინარე მტკვრიდან ამოიყვანეს.
სოფელ მეტეხის მკვიდრი, 56 წლის დავით ზუბიაშვილი, რომელიც პირუტყვს მწყემსავდა, მდინარეში შევიდა, რის შემდეგაც გაუჩინარდა.