პოლიციელების მხრიდან სავარაუდო ძალადობის მსხვერპლი 21 წლის ლაშა ჟღენტი გამომძიებლის შეცვლას ითხოვს

27.07.23 15:44
პოლიციელების მხრიდან სავარაუდო ძალადობის მსხვერპლი 21 წლის ლაშა ჟღენტი გამომძიებლის შეცვლას ითხოვს

პოლიციელების მხრიდან სავარაუდო ძალადობის მსხვერპლი 21 წლის ლაშა ჟღენტი გამომძიებლის შეცვლას ითხოვს.

ახალგაზრდა ამბობს, რომ საგამოძებოს მირ გავრცელებული განცხადების შემდეგ, ობიექტურ გამოძიებასთან დაკავშირებით ის იმედიც გადაეწურა, რაც ჰქონდა.

"მანქანა სანამ დაიძვრებოდა მანამდე მედო ბორკილები, თვითონაც ვიდეო გადაიღეს, ბორკილები რომ დამადეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ უკვე გააქრობდნენ და მაგ ვიდეოს აღარ გამოაჩენენ. მანქანა დაიძრა თუ არა მაგის მერე პირიქით ხდებოდა ყველაფერი, თვითონ ლევან სამნაშვილი მაყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას და დანარჩენი ის ორი მაყენებდა მე სიტყვიერ შეურაცხყოფას. თავის არეში მომაყენა რამდენჯერმე, მინიმუმ სამჯერ დამარტყა თავის არეში გაშლილი ხელით და მერე ზურგის არეში გააგრძელა. ლევან სამნაშვილი ჩვენებას აძლევს, რომ გულმკერდის არეში მიჭერდა და იმას ვერ ვხდები თუ გულმკერდის არეში მიჭერდა მე, კამერებშიც კარგად ჩანს ის, რომ ყელის არეში მიჭერდა და ყელზე როგორ მქონდა ეს დაზიანებები ვერ ვხდები, საიდან გამიჩნდა. მე ის მოთხოვნა მაქვს, რომ ეს გამომძიებელიც შეცვალონ იმიტომ, რომ ეს გამომძიებელი ობიექტურად არ მუშაობს. პატარა იმედი მაინც მქონდა, რომ ეს ყველაფერი ობიექტურად წავიდოდა და სამართლიანი გამოძიება მაინც ჩატარდება" - ლაშა ჟღენტი.

რაც შეეხება საქმის გამომძიებელს, ის "პირველებთან" ამბობს, რომ რაც წერია საგამოძებოს განცხადებაში ყველანაირი ინფორმაცია არის სწორი. 

კოკა კაციტაძის უწყებამ დღეს ფაქტობრივად დააანონსა, რომ  21 წლის ლაშა ჟღენტის ცემის გამო არცერთ პოლიციელს არ დასჯის. ახლა ეს უწყება ამტკიცებს, რომ ათობით საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა, თუმცა მტკიცებულებები სამართალდამცველების წინააღმდეგ ვერ მოიპოვა. არადა დაზარალებულის განცხადებით ხანდაზმულ ბებიასთან ერთად  ის ათამდე პოლიციელმა ჯერ ქუჩაში შემდეგ კი ავტომობილში სცემა.

 

მსგავსი სიახლეები