სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებულმა სოციალურმა მუშაკმა სასამართლო პროცესი მოიგო

28.05.21 16:53
სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებულმა სოციალურმა მუშაკმა სასამართლო პროცესი მოიგო

სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებულმა სოცმუშაკმა სასამართლო პროცესი მოიგო. ამის შესახებ ინფორმაციას "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ავრცელებს. 

თელავის რაიონულმა სასამართლომ სოციალური მუშაკის მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილა - ბათილად ცნო მისი სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება, მოპასუხეს დაავალა სოციალური მუშაკის სამსახურში აღდგენა და გათავისუფლებიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდის განმავლობაში იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. 

თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის კანონიერ ძალაში შესული და მისი გასაჩივრება მოპასუხეს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში შეუძლია", - აღნიშნულია "საიას" განცხადებაში. 

სოციალური მუშაკები სამსახურიდან რეორგანიზაციის საბაბით 2020 წლის დასაწყისში გაათავისუფლეს.  სასამართლოში მათი ინტერესებს  ,,საია" იცავს.