მოსამართლეები, ვინც კლანის რიტორიკას არ იზირებენ, ამერიკაში იმყოფებოდნენ

27.07.23 16:04
მოსამართლეები, ვინც კლანის რიტორიკას არ იზირებენ, ამერიკაში იმყოფებოდნენ

ქართული ოცნების ანტიამერიკულმა კამპანიამ შედეგი ვერ გამოიღო - მოსმართლეები, ვინც კლანის რიტორიკას არ იზირებენ, ამერიკაში იმყოფებოდნენ. სააპელაციო და საქალაქო სასამამართლოს მოსამართლეები ყოველწლიურ კონფერენციაზე ქალაქ ბალტიმორში იმყოფებოდნენ.  ქართველმა მოსამართლეებმა ამერიკელი კოლეგების გამოცდილება  სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ოჯახში ძალადობისა და დამცავი ორდერების გამოყენების შესახებ გამოიყენეს.

"პირველები" საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლილი სხილაძეს ესაუბრა. მისი თქმით, მოსამართლეების შტატებში გამგზავრება და კვალიფიკაციის ამაღლება ძალიან მნიშვნელოვანია. 

მოსამართლე ამბობს, რომ პოლიტიკურ ჭრილში გაკეთებული განცხადებები მათთვის არაფერს ნიშნავს. 

(მოქმედი მოსამართლეების დასანქცირება) ეს ჩვენ არ გვეხება, ეს აბსოლუტურად ერთმანეთთან კვეთაში საერთოდ არ არის. ეს არის ყველაფერი ქართული მართლმსაჯულების განვითარებისთვის. ახლა იქ რა ხდება ეს ჩვენი საქმე არ არის.  ეს იყო ჩვეულებრივი ერთ-ერთი სამსახურებრივი შეხვედრა, მიწვევა ოჯახურ ძალადობებთან დაკავშირებით, ძალიან საინტერესო საკითხები იყო წამოწეული, რომ ოჯახი არის უპირველესი ამერიკაშიც კი და ის, რომ ახლა ჩვენთან რაც ხდება რატომღაც ოჯახურ ძალადობებზე ყველა კაცი ციხეში არ არის და ძალიან ბევრი საინტერესო რაღაც ვისწავლეთ და კარგი იქნება თუ საქართველოში დაინერგება. პოლიტიკური კვეთები ნამდვილად არ არის მოსამართლის საქმე" - ლილი მსხილაძე.

მსგავსი სიახლეები