სამოქალაქო აქტივისტებმა ბათუმში 20:00 საათზე აქცია დაანონსეს - "შევიკრიბოთ იქ, სადაც ოკუპანტებით სავსე კრუიზია"

27.07.23 16:24
სამოქალაქო აქტივისტებმა ბათუმში 20:00 საათზე აქცია დაანონსეს - "შევიკრიბოთ იქ, სადაც ოკუპანტებით სავსე კრუიზია"

სამოქალაქო აქტივისტებმა დღეს ბათუმში 20:00 საათზე საპროტესტო აქცია დაანონსეს. წინასწარი ინფომრაციით, აქციის მონაწილეები შეკრებას და ოკუპანტებით სავსე საკრუიზო გემის წინ აპირებენ.

სამოქალაქო აქტივისტ თაზო მახარაძის თქმით, ვინც ფიქრობს, რომ საქართველოს პირველი პრობლემა სწორედ ოკუპაცია და რუსიფიკაციაა, მაშინ გარეთ უნდა გამოვიდნენ და აქციას შეუერთდნენ.

"ყურადღება!
ვიცი, ჩემი ფეისბუქ მეგობრების უმრავლესობა მუდმივად განიცდის და იბრძვის საქართველოს დღევანდელი რეალობის გამო...
ამიტომ, გთხოვთ, ვინც ამ პოსტს ხედავთ, ყველამ გაუზიაროთ ერთმანეთს და გააზიაროთ სადაც საჭიროდ ჩათვლით ყველგან!
გადაწყვეტილებას ვიღებ დამოუკიდებლად და არ ვფიქრობ რომ ამ ამბავს დიდი დაორგანიზება სჭირდება!
დღეს, სოჭიდან ბათუმში ჩამოვიდა რუსული საკრუიზო გემი, 800 ღორი ჩამოიყვანა!
ვაპირებ, საღამოს 20 საათზე გავიდე იმ ადგილას, სადაც ეს გემი იმყოფება! 
მარტოც რომ მომიწიოს დგომა, იქ ვიქნები...
ვისაც ქვეყნის პირველ და მთავარ პრობლემად საქართველოს ოკუპაცია და რუსიფიკაცია გგონიათ, მაშინ გამოდით გარეთ!" - წერს სამოქალაქო აქტივისტი, თაზო მახარაძე.

შეგახსენებთ, საკრუიზო ლაინერი "ასტორია გრანდე" ბათუმის პორტშია. ლაინერი სოჭიდან დილის 05:00 საათზე შემოვიდა. 

მსგავსი სიახლეები