"არა გარუსების პოლიტიკას!" - 19:00 საათზე პარლამენტთან აქცია დაანონსდა
დღეს 19:00 საათზე აქცია ბათუმის პარალელურად თბილისში პარლამენტის წინაც გაიმართება. აქციის მონაწილეები ოკუპანტების შემოსვლას გააპროტესტებენ, რომლებიც ბათუმში სოჭიდან საკრუიზო გემ "ასტორია გრანდეს" საშუალებით შემოვიდნენ.
არა გარუსების პოლიტიკას! საქართველოს მთავრობას არ გაუვა გაარუსოს საქართველო და ქართველი ხალხი! - წერენ აქციის ორგანიზატორები
შეგახსენებთ, რომ საკრუიზო გემმა 800-ზე მეტი რუსი ბათუმის პორტში სოჭიდან შემოიყვანა. ჩამოსულ რუსებს სთავაზობენ ადგილობრივი კერძების დაგემოვნებას და ბათუმის ღირსშესანიშნაობების დათვალიერებას.