ქვეყანა მედიკამენტების გაძვირების საფრთხის წინაშეა - რა პრობლემებზე საუბრობს ფარმაცევტული სექტორი
ღარიბაშივლის კიდევ ერთმა ინიციატივამ შეაძლოა კრახი განიცადოს. ქვეყანა მედიკამენტების გაძვირების საფრთხის წინაშეა. მიზეზი თურქულ ბაზარზე წამლების 30 პროცენტით გაძვირებაა. ფასების მომატების განკარგულება პრეზიდენტმა ერდორღანმა გასცა. საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი კი ე.წ. იაფი წამლებით ძირითადად თურქეთიდან მარაგდება.
ფარმაცევტები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, თურქეთის ეს გადაწყვეტილება საქართველოში წამლებზე ფასების ზრდის პირდაპირი ფაქტორი გახდეს.
თურქული მედიკამენტების თურქეთში გაძვირება დღეისათვის 30%-ის მომატებას ითვალისწინებს და იგეგმება, რომ 30 %-ით ხდება მომატება, რაც საქართველოში აისახება საკმაოდ რთულად. ანუ მოხდება ამ მედიკამენტების გაძვირება, შესაბამისად, შეიძლება გამოიწვიოს ამ მედიკამენტების დეფიციტშიც ჩავარდნა. ქსარლეტო, რომელიც დღეისობით ყველასათვის ცნობილია, ამ მედიკამენტის საწყისი ფასი ყველას გვახსოვს, რომ იყო 280 ლარამდე, დღესდღეობით კი უფრო მომატებულია ამ მედიკამენტის ფასი. შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ კიდევ მოიმატებს იმ მედიკამენტის ფასი, რომლების იმპორტიც ხდება, ძირითადად თურქეთიდან". - ამბობს ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენელი.
ფარმაცევტთა ასოციაციაში ვარაუდობენ, რომ თუ წამლები გაძვირდა, ეს განსაკუთრებით დაარტყამს მცირე მეწარმეებს და მცირე აფთიაქებს, რომელიც აცხადებენ, რომ მიმდინარე რეგულაციების ფონზე ისედაც მძიმე მდგომარეობაში არიან.
სახელმწიფოს პოლიტიკა ისეთი უნდა იყოს, რომ არასოდეს იყო დამოკიდებული სხვა სახელმწიფოს მიერ მოწოდებულ წამლებზე. არ იქნება მედიკამენტები, არ იქნება მსყიდველუნარიანობა, შესაბამისად არ გვექნება შემოსავალი და შესაბამისად არ გვექნება მედიკამენტების შემოტანის საშუალება, მითუმეტეს როგორი კონკურენციის პირობებში გვიწევს ჩვენ მცირე მეწარმეებს მუშაობა". - ამბობს ექიმი და ფარმაცევტთა ასოციაციის წევრი მარინა ბარათაშვილი.