80 წლის ქალი, რომელიც პოლიციას ძალადობაში ამხელს, შსს-ში დაიბარეს
შეხვდება თუ არა გომელაურის მოადგილე 80 წლის ქალს, რომელიც პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს? - გულიკო ჟღენტი ამბობს, რომ შალვა ბედოიძეს დეტალურად მოუყვება, როგორ იძალადეს კრიმინალური პოლიციის ტანამშრომლებმა მასზე და მის 21 წლის შვილიშვილზე.
როგორც ჟღენტმა "პირველებს" უთხრა, შინაგან საქმეთა სამინისტროში 20:00 საათზეა დაბარებული.
შალვა ბედოიძე მინისტრის ის მოადგილეა, რომელიც კრიმინალურ პოლიციას კურირებს, ამიტომ მნიშვნელოვანია რა პოზიცია და პასუხები ექნება მას ხანდაზმული ქალის ბრალდებებზე, რომელიც პოლიციამ მისი მტკიცებით შვილიშვილებთან ერთად სცემა.
"კითხვები მაქვს, რომ ასეთი თანამშრომლები ჰყავთ და ხელს აფარებენ. ჯერ უნდა შევხვდე სარჯველაძეს. დიდი უსამართლობაა და ეს მარტო ჩემს ოჯახს ხომ არ ეხება, ეს ხომ არის ყოველი მეორე, მესამე დღეს მეორდება მაგათგან"- აცხადებს გულიკო ჟღენტი.
მისი თქმით, ერთი კვირის წინ, როცა გოგებაშვილის ქუჩაზე პოლიციამ ლაშა ჟღენტზე იძალადა, ის პოლიციის ავტომობილში ჩაჯდა რომ შვილიშვილი ეხსნა.
ქალი ამბობს, რომ ერთ-ერთმა პოლიციელმა ბრძანება გასცა, რომ მაქნანიდან 80 წლის ქალი ძალის გამოყენებით გაეთრიათ.
გულიკო ჟღენტი ამტკიცებს, რომ სწორედ ამ დროს იძალადეს მასზე.