ჩხოროწყუში ხიდი ჩაინგრა - გარდაცვლილია ერთი ადამიანი

27.07.23 18:23
ჩხოროწყუში ხიდი ჩაინგრა - გარდაცვლილია ერთი ადამიანი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ გარახაში, ნაკიანი-ჩხოროწყუს დამაკავშირებელი ხიდი ჩაინგრა და ტრაილერი მდინარეში გადავარდა. როგორც "პირველებს" თვითმხილველები უყვებიან, ტრაილერის მძღოლი ადგილზე დაიღუპა. 

ადგილობრივების თქმით, ტრაილერით ქვა-ღორღი გადაჰქონდათ, რადგან რეგიონში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილობრივების თქმით, ხიდმა მძიმე ტექნიკას ვერ გაუძლო. 

"პირველების" ინფორმაციით, გარდაცვლილია 45 წლამდე კაცი - ბადრი კალანდია. ის კომპანია „ნიუ პასაჟში“ მუშაობდა, რომელიც გარახაში გზას აგებს.

ადგილობრივების ნაწილი "ტვ პირველს" ეუბნება, რომ "ხიდი ავარიულია და მის შეკეთებას წლებია ითხოვენ". 

მეორე ნაწილის თქმით კი, "ხიდი რომელიც 4 სოფელს აკავშირებს გათვლილი იყო 10 ტონა ტვირთზე ტრაილერს კი 40 ტონა ქვა-ღორღი გადაჰქონდა.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. ცხედარი კი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. 
 

მსგავსი სიახლეები