ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ არ აძლევს ბებია პოლიციას შვილიშვილის დაკავების უფლებას
ჩხუბი სამართალდამცველებთან - ვრცელდება ვიდო, სადაც ჩანს როგორ არ აძლევს ბებია პოლიციას შვილიშვილის დაკავების უფლებას.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს 21 წლის ლაშა ჟღენტის საბუთების შემოწმების და ჩხრეკის ნაწილები ჩანს.
კადრებში არსადაა ნაჩვენები 21 წლის ლაშა ჟღენტის მანქანაში ჩასმისა და მანქანაში ყოფნისას გადაღებული კადრები. არადა ახალგაზრდა ამტკიცებს, რომ პოლიციელებმა ის მანქანაში ჩატენეს და სადაც მოხდა ფიზიკური ანაგარიშსწორება.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ ამ დროისთვის მოპოვებული მტკიცებულებები, არ იძლევა სამართალდამცავების მხილების და მათი პასუხისმგებლობის დაყენების საფუძველს.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, რათა ლაშა ჟღენტის დაკავებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას და საქმეში არსებულ მასალებს არ მიეცეს დამახინჯებული ინტერპრეტირება და არ მოხდეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება გაასაჯაროოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ლაშა ჟღენტის დაკავების ამსახველ ვიდეოჩანაწერი.
კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ამ დროისთვის მოპოვებული მტკიცებულებები, არ იძლევა სამართალდამცავების მხილების და მათი პასუხისმგებლობის დაყენების საფუძველს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური ყველაფერს გააკეთებს ლაშა ჟღენტის უფლებების და ინტერესების დასაცავად, რა მიზნითაც ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება საგამოძიებო პროცესი, რათა საქმეზე ობიექტური სურათის შექმნით შესაძლებელი გახდეს საბოლოო სამართლიანი და შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება. თუკი საქმეზე მოპოვებული იქნება რომელიმე სამართალდამცავის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, უწყება შესაბამის სამართლებრივ გადაწყვეტილებას მიიღებს'- წერია განცხადებაში, რომელიც საგამოძიებო სამსახურმა გაავრცელა.