სუს-ის კრახი - ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული ორი ფერმერი ციხეში სხვა ბრალდებით გაუშვეს
სუს-ის კრახი - ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული ორი ფერმერი ციხეში სხვა ბრალდებით გაუშვეს. გამოძიება ახლა მათ საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა შენახვას ედავება. არადა გუშინ სუს-მა მასშტაბური სპეცოპერაციის შემდეგ ტერორიზმის საქმე გახსნილად გამოაცხადა. ლილუაშვილის უწყება საზოგადოებას უმტკიცებდა, რომ ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირში მყოფი პირები დააკავა და მათ წინააღმდეგ უამრავი მტკიცებულება ჰქონდა. რეალურად კი გაირკვა, რომ საქმეში არცერთი მტკიცებულება დევს, რაც დაკავებულების ტერორიზმთან კავშირს დაადასტურებდა. ამიტომ სუს-მა საქმეს გრიფი დაადო.