უკვე დაღუპულები ვართ - ექსპერტი გაზრდილ სიღარიბეზე

28.05.21 17:13
უკვე დაღუპულები ვართ - ექსპერტი გაზრდილ სიღარიბეზე

გაზრდილ სიღარიბესთან დაკავშირებით ექსპერტები პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ. ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი ამბობს, რომ ბოლო 9 წლის განმავლობაში ქვეყანა უკან-უკან მიდის, რაც „ქართული ოცნების“ არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია.

ბოლო 8-9 წლის განმავლობაში რომ ვატყობდით, რომ ნელ-ნელა, მაგრამ მაინც ვვითარდებით, მაგრამ პირიქით, უკან მივდივართ. თავიდან ბოლომდე მთავრობაა პასუხისმგებელი იმ ძალიან მძიმე გარემოებების შექმნისთვის, რომელიც  „ქართული ოცნების“ ეკონომიკურ პოლიტიკას მოჰყვა. ქვეყნის დაღუპვა და აშენება ერთ რაღაცაში გამოიხატება; ადამიანების სიმდიდრეში, ან სიღარიბეში, ამიტომ შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენ უკვე დაღუპულები ვართ, - ამბობს ბედინეიშვილი.
 

 2020 წელს სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ ქვეყნის მოსახლეობის 21.3 იმყოფებოდა. საგანგაშო მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.