საქართველოში ოკუპანტების კიდევ ერთი მოგზაურობა იგეგმება - "ასტორია გრანდე" ბათუმში 31 ივლისს შემოვა

28.07.23 10:36
საქართველოში ოკუპანტების კიდევ ერთი მოგზაურობა იგეგმება - "ასტორია გრანდე" ბათუმში 31 ივლისს შემოვა

ოკუპანტების კიდევ ერთი მოგზაურობა საქართველოში - "ასტორია გრანდე" ბათუმში 31 ივლისს გამთენიისას 6 საათზე ამჯერად "ვარსკვლავური კრუიზით" ჩამოვა და მასში ტურისტებთან ერთად რუსული ტელეკომპანია RU.TV-ის წამყვანები და ოკუპანტი ქვეყნის ესტრადის წევრები იქნებიან.

ივან ჩუიკოვი და დიმიტრი ოლენინი, ასევე არტისტები დიმიტრი კოლდუნი, მიტია ფომინი, ამირჩიკი და ტესტოსტერონი - ეს ის ადამაინები არიან, ვინც ლაინერზე იქნებიან.

გემი 29 ივლისიდან 5 აგვისტოს ჩათვლით გაივლის მარშრუტს სოჭი-ტრაბზონი-ბათუმი-ამასრა-სტამბული და ბოლოს ისევ სოჭში დაბრუნდება.

 

 

 

მსგავსი სიახლეები