ბანკიდან გამქრალი 3,5 მილიონი - "ლიბერთი ბანკის" განცხადება
ბანკიდან გამქრალი 3,5 მილიონი - "ლიბერთი ბანკი" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც
tvpirveli.ge უცვლელად გთავაზობთ:
ლიბერთი ბანკის მიერ, ბათუმის ერთერთ ფილიალში, აღმოჩენილ იქნა დარღვევის ფაქტი, რომელიც გამოძიებისთვის დაუყონებლივ გადაეცა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.
ლიბერთი ბანკი სრულად თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოებთან და ბანკის ყველა ფილიალი შეუფერხებლად ფუნქციონირებს"- წერია განცხადებაში.
ბანკი აცხადებს, რომ არანაირი სართხე არ ემუქრება მომხმარებლების თანხებს.
"ლიბერთი ბანკის" ბათუმის ფილიალის 9 თანამშრომელს ფული მოპარვას ედავებიან. ირკვევა, რომ კოლოსლური თანხის დანაკლისი შიდა აუდიტით გამოვლინდა. ბანკმა სარჩელით უკვე მიმართა სასამართლოს.