საჩუქარი კლანის მორჩილებისთვის - შოთა ქადაგიძე დამოუკიდებელი ინსპექტორის პოსტზე დაინიშნა

28.07.23 11:50
საჩუქარი კლანის მორჩილებისთვის - შოთა ქადაგიძე დამოუკიდებელი ინსპექტორის პოსტზე დაინიშნა

შოთა ქადაგიძეს სასამართლო კლანის ერთგულება დაუფასდა. მურუსიძე-ჩინჩალაძის დაჯგუფებამ იუსტიციის საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი დამოუკიდებელი ინსპექტორის პოსტზე 5 წლის ვადით გაუშვა.

ქადაგიძის  ფუნქცია მოსამართლეების დისციპლინარული გადაცდომების იდენტიფიცირება, შესწავლა და მათთვის სანქციის დაკისრება  იქნება, თუმცა უფლებამდცველები ვარაუდობენ, რომ  მისი სანქცია მხოლოდ  იმ მოსამართლეებზე გავრცელდება, ვის ერთუგლებაშიც კლანს ეჭვი ეპარება. მათი თქმით, ქადაგიძე  წლების განმავლობაში საბჭოს ის წევრი იყო, რომელიც  კლანის ყველა გადაწყვეტილებას უსიტყვოდ ემორჩილებოდა და უპირობო მხარდაჭერას უცხადებდა.

ამ თანამებობიდან ისე, რომ ვადა არ ამოეწურა, გადადგა ზურაბ აზნაურაშვილი. როგორც ჩანს, შოთა ქადაგიძისთის ამზადებდნენ დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობას და სწორედ ამიტიმაც იყო ეს საკადრო ცვლილებები. ის, ფაქტობრივად, ყველა მნიშვნელოვან საკითხზე მხარს უჭერდა კლანურ იდეებს. ეს ეხება მოსამართლეების დანიშვნას, მოსამართლეების ნომინირებას  ა ა.შ. ეს არის ასევე, სიგნალი მოსამართლეებისთვის, რომ თუ წინა ჯერზე მათ ჰქონდათ განსხვავებული პოლიტიკა დისციპლინური სამართალწარმოების კუთხით მოსამართლეების მიმართ, შოთა ქადაგიძის მოსვლა შეიძლება სიტუაცია რადიკალურად შეცვალოს, - ამბობს „სასამართლო გუშაგის“ დირექტორი ნაზი ჯანეზაშვილი.

"პირველებმა" განმარტებების მოსმენა თავად ლევანმურუსიძესისგან და ლევან გვრიტიშვილისგან სცადა, თუმცა ისინი სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ. 

შეგახსენებთ, დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობას ამ დრომდე ზურაბ აზნაურაშილი იკავებდა, რომელმაც პოსტი ვადის ამოწურვამდე დატოვა.  

მსგავსი სიახლეები