ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულები გაათავისუფლეს
გუმათში, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაკავებული 8 პირის სასამართლო პროცესი გადაიდო. დაკავებული ყველა პირი კი გათავისუფლდა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ღამით სოფელ გუმათში "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირებისას პოლიციამ ადმინისტრაციული წესით "რიონის მცველების" 8 წარმომადგენელი დააკავა.