დევნის ოპერაცია დიდ დიღომში - მძღოლი ავტობუსს შეეჯახა და ადგილიდან მიმალვა სცადა

29.05.21 11:01
დევნის ოპერაცია დიდ დიღომში - მძღოლი ავტობუსს შეეჯახა და ადგილიდან მიმალვა სცადა

დიდ დიღომში ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მძღოლი ავტობუსს შეეჯახა და ადგილიდან მიმალვა სცადა. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებმა მამაკაცი მალევე დააკავეს. ირკვევა, რომ მძღოლს არც მართვის მოწმობა ჰქონდა. 

მომხდარზე გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვეთა კოდექსის 173-ე მუხლით დაიწყო, რაც სამართალდამცავის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებას გულისხმობს.

შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ავტობუსის მძღოლმა მუშაობა დაასრულა და ავტოფარეხის მიმართულებით მიდიოდა. მსუბუქი მანქანის მძღოლმა მიმალვა სცადა, მას პატრულის რამდენიმე ეკიპაჟი დაედევნა. შეჯახების შედეგად არავინ დაშავებულა.