"ვარსკვლავური კრუიზი" - ლაინერის რეალური მფლობელი სანქცირებული რუსი ბიზნესმენია

29.07.23 16:48
"ვარსკვლავური კრუიზი" - ლაინერის რეალური მფლობელი სანქცირებული რუსი ბიზნესმენია

არის თუ არა სანქცირებული საკრუიზო ხომალდი, რომლითაც საქართველში ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეები ჩამოდიან. ლაინერი „ასტორია გრანდე“ ოფიციალური ინფორმაციით, სანქციების თავის ასარიდებლად, სეიშელის კუნძულებზეა რეგისტრირებული, თუმცა მისი რეალური მფლობელი „როსნეფტის„ შვილობილი კომპანიის მეპატრონე დიმიტრი პურიმია. პურიმს უკარინაში პერსონალური სანქციები აქვს დაკისრებული, სანქცირებულია მისი კუთვნილი კომპანებიც.

31 ივლისი 6 საათი - საპორტესო აქცია დაანონსებულია. პროტესტის ეპიცენტრი ბათუმის პორტი იქნება, სადაც საკრუიზო გემი ოკუპანტი ქვეყნიდან 800-ზე მეტ ადამიანს ჩამოიყვანს. 

უკვე ცნობილია, რომ „ასტორია გრანდეს“ მგზვარები რუსი პროპაგანდისტები და ომის მხადამჭერი არტისტები იქნებიან. მათ შორის იქნება უკრაინის და ლატვიის  მიერ სანქცირებული მიტია ფომინი, მომღერალი, რომელიც უკრაინაში რუსეთის ომის ღია მხარდამჭერი და პუტინის მეხოტბეა.

შეგახსენებთ, რომ 22 ივლისს სოჭის პორტიდან გამოსული საკრუიზო ლაინერი Astoria Grande ბათუმის პორტში 28 ივლისს, დილის 5 სააათზე შემოვიდა.

კრუიზიდან ჩამოსულმა რუსეთის მოქალაქეებმა მედიასთან კომენტარი გააკეთეს. ისინი ამტკიცებენ, რომ რუსეთი "ოკუპანტი არაა" და "საქართველო რუსეთის რაღაც რესპუბლიკა" იყო.

ამ ფაქტის შემდეგ ქუჩაში გამოვიდნენ  სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები და უბრალო მოქალაქეები.  

საპროტესტო აქციაზე შეკრებილებმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს. მათ ჰქონდათ ბანერები, ფრაზებით "რუსეთი გვართმევს სამშობლოს, გვართმევს სიცოცხლეს, გვართმევს მომავალს".