ზუგდიდში, ერთ-ერთ სასტუმროში კაცის ცხედარი იპოვეს

14.08.26 17:57
ზუგდიდში, ერთ-ერთ სასტუმროში კაცის ცხედარი იპოვეს

ზუგდიდში, სასტუმრო "მარსში" 50 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს - ადგილზე ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

წინასწარი ინფორმაციით, კაცს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. 

როგორც "პირველებს" ეუბნებიან, კაცი სავარაუდოდ, აფხაზეთიდან გუშინ გადმოვიდა და სასტუმრო "მარსში" ნომერი  იქირავა. 

"პირველები" დეტალებს შსს-ში არკვევს.

მსგავსი სიახლეები